Blockchain-ი შესაძლოა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენონ

0
1000

შოტლანდიაში, კერძოდ გლაზგოში გამართულ COP26-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ტექნიკური გარემოსდაცვითი სექტორის ექსპერტთა ჯგუფმა Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით კლიმატის ცვლილების პრობლემის აღმოფხვრის შესახებ ისაუბრა.

Global Challenges Action Empowerment Consortium-ი (GloCha) არის Blockchain-ზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ავსტრიაში მდებარეობს. ორიგანიზაცია ცდილობს, რომ Blockchain ტექნოლოგია კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისთვის გამოიყენოს, რომელიც თავის მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან მოდის შესაბამისობაში.

ორგანიზაცია ემსახურება ღია დისკუსიებს საზოგადოების ხედვის შესახებ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე Oblique Life-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომი სუმარიამ ფინანსური და ადამიანური კაპიტალის მობილიზების შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან Blockchain ტექნოლოგიის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„Blockchain-ი საშუალებას მოგვცემს დავრწმუნდეთ, რომ მათ, ვინც ინვესტიციას ახორციელებს ამ პროექტებში, შეუძლიათ გაიგონ, სად მიდის მათი ფული, გაიგონ სადამდე ვრცელდება მათი გავლენა და შესაბამისად იმოქმედონ მომავალში”,- აღნიშნა რომი სუმარიამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი