Rari Capital-მა ჰაკერებისგან დაზარალებული მომხმარებლებისთვის ფონდი შექმნა

0
1027

დეცენტრალიზებული ფინანსური პროტოკოლი, Rari Capital-ი აქვეყნებს განცხადებას, რომ ის 26 მილიონი დოლარის ფონდს დააფუძნებს, რათა ჰაკერების მიერ დაზარალებულ მომხმარებლებს ზარალი აუნაზღაუროს.

ჰაკერების მიერ თავდასხმის ოფიციალური შედეგების თანახმად, პლატფორმამ დაკარგა 2,600 ეთერიუმი, რაც მომხმარებლების სახსრების 60%-ს შეადგენს.

Rari Capital-ის დამფუძნებელმა, ჯაი ბავნანმა გამოაქვეყნა განახლება, რომელშიც აღმოჩნდა, რომ პროტოკოლის ყველა მონაწილემ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო. მათ ხმა მისცეს 2 მილიონი RGT სიმბოლოს გადარიცხვას ჰაკერთა მიერ დაზარალებულ მომხარებელთა ფონდში.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კრიპტო პლატფორმას ჰაკერებისგან თავის დაცვის მიზნით განსხვავებული სტრატეგია აქვს. მაგალითად, “ცივი საფულის” მწარმოებელმა, Ledger-მა თავის პროგრამულ უზრუნველყოფას, კრიპტო გადარიცხვებისათვის, მეტი უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა მიანიჭა, რათა ჰაკერული თავდასხმები თავიდან აერიდებინა.

Ledger Live 2.11.1 არის განახლებული პროგრამის ვერსია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დარჩეს თავისი კონფიდენციალურობის ფარგლებში და შეცვალოს ტრანზაქციის პარამეტრები პირადი ინფორმაციის გაცემის თავიდან ასაცილებლად.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფუნქცია მუშაობს იერარქიული საფულეების მართვის ან მისი სხვადასხვა ბიტკოინ მისამართების მართვის საშუალებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი