სამხრეთ კორეა: კრიპტოვალუტა ფინანსური სექტორისთვის დაბალ რისკს წარმოადგენს

0
1821

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი ბანკების ციფრული ვალუტის საანგარიშო ბალანსმა 2017 წლის დეკემბრისთვის 1.79 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა იტყობინება.

ცენტრალური ბანკის ანგარიშში განხილულია საკითხი, როდესაც 1.79 მილიარდი დოლარი შედარებით დაბალი მაჩვენებელია, რადგან ეს არის ქვეყნის საბროკერო კომპანიების მიერ მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით, 8%.

ამ მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, კრიპტოვალუტის ბაზრები ტრადიციული ადგილობრივი ფინანსურ ბაზრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

“კრიპტო აქტივების ინვესტიციების მოცულობა არ არის დიდი, სხვა ინვესტიციებთან შედარებით. ამიტომ ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ციფრული აქტივების შესაძლო რისკი უმნიშვნელოა. ამ ფონზე, ჩვენ ველოდებით, რომ კრიპტო აქტივებს შეზღუდული გავლენა ექნება სამხრეთ კორეის ფინანსურ ბაზარზე”,-აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტის ბაზრის უპრეცედენტო ზრდა მაშინ დაფიქსირდა, როდესაც ბიტკოინის კურსმა 20.000 დოლარს მიაღწია.

ცენტრალური ბანკის დასკვნას, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციულ საფინანსო სექტორისთვის შედარებით შეზღუდულ რისკს წარმოადგენს გამოეხმაურა ქვეყნის ფინანსური მომსახურების კომისია, რომელმაც განაცხადა, რომ მას კრიპტოვალუტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და უერთდება G20 სამიტში მონაწილე ქვეყნების ხედვას, რომ კრიპტოვალუტა საერთაშორისო დონეზე უნდა დარეგულირდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი