ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფი რეგულაციის სისტემის მიღებაზე მსჯელობს

0
1396

ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი კრიპტო რეგულირების ექსპერტი, სიან ჯონსი ამტკიცებს, რომ რეგულაციის მიღებას შეაძლოა წლები დასჭირდეს.

გასულ წელს ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფმა სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომები მიეღოთ.

როგორც ცნობილია, საყოველთაო მარეგულირებელი სისტემა 2020 წლის ბოლომდე უნდა შეიქმნას.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ივნისში ფინანასური მოქმედების სამუშაო ჯგუფი გამოაქვეყნებს მოხსენებას, რომელშიც მიმოხილული იქნება 12 თვიანი დაკვირვების შედეგები.

უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის დასაწყისში ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფმა ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი ძირითად ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებს შეეხო.

გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, აშშ-ში მეტწილად რეგულირებულია ციფრული ვალუტის სექტორი.

დოკუმენტში განხილულია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო მარეგულირებელ სტანდარტებთან.

2016 წლის ბოლო შეფასების შემდეგ, ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის რეიტინგში აშშ-ს ადგილი არ შეცვლილა. თუმცა დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ შემოწმება უფრო და უფრო გამკაცრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი