სამხრეთ კორეამ კრიპტობირჟებზე რეგულაციები გაამკაცრა

0
1398

სამხრეთ კორეის ოთხი კონკრეტული კრიპტოვალუტის ბირჟის დარეგისტრირება ხდება გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ. აუცილებელი მოთხოვნა კი საბანკო ანგარიშების ნამდვილობის შემოწმებაა.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალება TheBchain იტყობინება, მარეგულირებლის ახალი მოთხოვნები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები ციფრული ვალუტის რეგულაციების შესახებ.

რეკომენდაციის თანახმად, სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟებმა: Bithumb-მა, Upbit-მა, Coinone-მა და Korbit-მა უნდა დაიცვას ახალი, უფრო მკაცრი ნორმები, რათა წარმატებით განაახლონ საბანკო პარტნიორობა.

ჯერ კიდევ გასულ თვეში სამხრეთ კორეის კანონმდებლებმა გამოაქვეყნეს კრიპტოვალუტის, თავდაპირველი მონეტარული შეთავაზებისა (ICO) და Blockchain ტექნოლოგიის რეგულურების შესახებ ახალი კანონპროექტი.

Korea Times-ის ცნობით, ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი სონგ ჰი-კიანგი აცხადებდა, რომ წესები შემუშავებული იყო სავაჭრო პლატფორმებზე ფულის გათეთრების, კიბერ დანაშაულისა და პირადი მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.

კრიპტოვალუტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ო სე-იუნგმა კი ხაზი გაუსვა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟებზე უსაფრთხოების ზომები უნდა გაძლიერებულიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი