Pantera-ს აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი

0
891

Pantera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ მორეჰედმა, ხაზი გაუსვა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), Web3 ფუნქციონალურობის, NFT-სა და მეტავერსიული აპლიკაციების პოტენციურ ზრდას.

მან განცხადება სინგაპურში გამართულ Token2049-ს სახელით ცნობილ კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

ათასობით დამსწრე შეიკრიბა Marina Bay Sands Convention Center-ში ორდღიანი კონფერენციის მიმდინარეობისას, სადაც კრიპტოვალუტისა და Blockchain ეკოსისტემიდან უამრავმა მომხსენებელმა მოიყარა თავი.

Blockchain-ზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდის, Pantera-ს, წარმომადგენელმა, რომელსაც აქვს 4,5 მილიარდი დოლარის აქტივები მენეჯმენტის ქვეშ, განაცხადა, რომ იგი კვლავ ხედავს ღირებულების განვითარებას კრიპტოვალუტის გამოყენების შემთხვევებში.

Morehead-მა პარალელები გაავლო 2000-იანი წლების დასაწყისთან, როდესაც განვითარებადმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon-ი, Apple-ი და Google-ი, ძირითადი ინვესტიციების მოზიდვა საფონდო ბირჟებზე Microsoft-ის წლების დომინირების შემდეგ დაიწყეს.

მიუხედავად ამ საწინააღმდეგო აზრისა, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი იმედები, რომლებიც ბიტკოინისა და ეთერიუმის აღმავლობას უკავშირდება, ჯერ კიდევ შეიძლება გამართლდეს, რადგან ამ ორ კრიპტოვალუტას, საკუთარი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ ამოუწურავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი