Coinbase: სენატი კრიპტოვალუტის რეგულაციით ინოვაციას ზიანს აყენებს

0
2251

სენატის ფასიანი ქაღალდების, ბაზრის და ინვესტიციების ქვეკომიტეტმა კრიპტოვალუტისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების შესახებ მოსმენა გამართა. მოსმენაზე ქვეკომიტეტის წევრები განიხილავდნენ კრიპტოვალუტისა და ICO-ს ბაზართან დაკავშირებულ საკითხებს.

უფრო კონკრეტულად, მოსმენისას ქვეკომიტეტმა განიხილა: ICO და კრიპტოვალუტა, როგორც ეკონომიკის პოტენციური სარგებელი, კრიპტოვალუტის ინვესტორების სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა და აშშ-ის შესაბამისი ორგანოების მიერ გამოყენებული მარეგულირებელი საშუალებების განვითარება.

მაიკ ლამპრესმა Coinbase-ის იურიდიული და რისკების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ტექნოლოგიის ძალა კაპიტალის ფორმირების, ინოვაციებისა და ეკონომიკის გარდაქმნის საშუალებას იძლევა. თუმცა, ამჟამად, აშშ-ის მარეგულირებელი სისტემა ზიანს აყენებს ინოვაციას იმის გამო, რომ არ სურს გაითვალისწინოს რა უნდა იყოს კრიპტოვალუტისთვის ნებადართული და რა არა.

“უსაფრთხოების საკითხები და მარეგულირებელის კონტროლი იმდენად გაურკვეველია, რომ ბაზარი ნელ-ნელა “ცივდება”. ეს ცუდია ყველასთვის, რადგან ტექნოლოგია არ შეჩერდება, ის უბრალოდ საზღვარგარეთ გადაინაცვლებს და ჩვენ ამ ყველაფრისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას დავკარგავთ”,- აღნიშნა მაიკ ლამპრესმა.

ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ბილ ჰიუზენგას შეკითხვასთან დაკავშირებით ლამპრესმა განაცხადა, რომ Coinbase-ს არ შეუძლია დაიწყოს ICO-ს მხარდაჭერა მანამ სანამ, აუცილებელი რეგულაციები არ იქნება მიღებული.

“ჩვენ, ამჟამად, ICO-ს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რა არის მარეგულირებელის მოთხოვნა … სანამ ICO-ს მხარს დავუჭერდეთ, ველოდებით სიტუაციის ჩაწყნარებას ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიასა და სააგენტოს (აშშ-ს ოფიციალური უწყება, რომელიც “ფიუჩერსებით” ვაჭრობას არეგულირებს) შორის”,-განაცხადა მაიკ ლამპრესმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი