20 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1717

ხუთშაბათი, 20 დეკემბერი ციფრული ვალუტებისთვის უკვე მეხუთე დღე იყო, როდესაც ფასებმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნეს.

გუშინ ბიტკოინის ღირებულებამ 4.100 აშშ დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ დღის განმავლობაში 6%-ით მოიმატა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი თითქმის 22%-ით არის მომატებული, როდესაც თვის მანძილზე კრიპტოვალუტის კურსის დანაკარგი 27%-ს შეადგენს.

რაც შეეხება რიპლის: 20 დეკემბერს რიპლის კურსი 0.38 დოლარზე დაფიქსირდა. ალტკოინის კურსი დაახლოებითი ნახევი პროცენტით გაუმჯობესდა.

ბოლო 7 დღის მანძილზე რიპლის ფასი 29%-ით არის გაუმჯობესებული, ხოლო თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის დანაკარგი 20%-მდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 132.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია 14 დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 30 მილიარდი დოლარით არის გაუმჯობესებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი