უკრაინის სამართალდამცავი უწყება და Binance-ი თანამშრომლობას იწყებს

0
1340

მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Binance-ი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.

პარტნიორობის მიზანი ფულის გათეთრების რამდენიმე მასშტაბური სქემის გამომჟღავნებაა.

უკრაინის კიბერ-პოლიციამ დაადგინა და დააპატიმრა კრიმინალთა ჯგუფი, რომელიც 42 მილიონი აშშ დოლარის გამოსყიდვისა და ფულის გათეთრების ოპერაციაში მონაწილეობდა.

Binance-ის ინფორმაციით კი ჯგუფი ძირითადად მოქმედებდა უკრაინაში, მაგრამ ასევე მონაწილეობდა რამდენიმე კიბერ შეტევებში გლობალური მასშტაბით.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს კრიპტოვალუტის ბირჟამ კლიენტების შემოწმების მექანიზმის გამოყენება დაიწყო.

კრიპტობირჟის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მექანიზმი “იცნობდე შენს მომხმარებელს” კომპანიას საშუალებას აძლევდა თავიდან აერიდებინა ყალბი მომხმარებლის ანგარიშები.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ Binance-ის სამხრეთ კორეის ფილიალმა Coinfirm–ის მიერ შემუშავებული ფულის გათეთრების საწინააღმდეგო საშუალება დანერგა. უსაფრთხოების გაძლიერება მარეგულირებლის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებას უკავშირდებოდა.

Coinfirm-ი არის Blockchain პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტს სთავასობს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტის შემუშავებას. პლატფორმა მსოფლიო მასშტაბით ცენტრალურ ბანკებთან და მთავრობებთან თანამშრომლობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი