პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქი ეთერიუმის Blockchain-ს გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად გამოიყენებს

0
1445

პოლონეთის ქალაქი, ოლშტინი არის პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც ეთერიუმის Blockchain-ზე მომუშავე პლატფორმა SmartKey-ს საგანგებო სიტუაციების უზრუნველსაყოფად გამოიყენებს.

პლატფორმა ტესტირების შემდეგ ჩაეშვა ბაზარზე. ეს არის ერთგვარი პროგრამული ხიდი, რომელიც აკავშირებს რეალურ მდგომარეობას Blockchain-თან. პროგრამა განკუთვნილი იქნება სახანძროს, პოლიციის, და სასწრაფო დახმარებების ჯგუფების ხელის შეწყობისათვის.

გავრცელებული ინფორმაციით, SmartKey საშუალებას მისცემს სამაშველო ჯგუფებს შეასრულონ თავიანთი სამუშაოები უფრო ეფექტურად.

ეს კავშირი საშუალებას აძლევს გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟებს შევიდნენ ქალაქის ნებისმიერ შენობაში, გასაღების მფლობელის მიკვლევის ან ნებართვის მოლოდინის გარეშე.

გუსტავ მარეკ ბრეზინმა, ვარმისშკო-მაზურსკის სავოევოდოს მარშალმა, რომელშიც ოლსტინი მდებარეობს, გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება:

”ჩვენი სამაშველო სამსახურების მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულების საჭიროება დაბრკოლების გარეშე დელიკატურია.

Blockchain და SmartKey ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ჩანს, შესანიშნავ გამოსავალს წარმოადგენს, რის მიმართაც გარანტირებული სანდოობით სარგებლობენ მოქალაქეები და გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები კი საქმეს გაცილებით იმარტივებენ.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი