ეთერიუმის კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდა

0
1265

3 დეკმბერს ციფრული ვალუტის ფასები გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტის კურსებს შორის აღსანიშნავია, ეთერიუმის კურსის პოზიტიური ცვლილება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 2.70%-ით არის მომატებული. ასეთი მცირე პროცენტული ცვლილება კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ალტკოინის კურსს 600 დოლარის ნიშნული დაეძლია.

გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 587 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 600 დოლარის დონეს ასცდა და 604 დოლარზე დაფიქსირდა.

ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 578 დოლარი იყო. დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 598 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 613 დოლარს შეადგენს.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსის მაჩვენებელი 21.12%-ით არის გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 დეკემბერს ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 69.7 მილიონ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი