ნურიელ რუბინი: ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა Blockchain-ზე არ იქნება დაფუძნებული

0
1616

ამერიკელი ეკონომისტი და ცნობილი კრიპტო ანალიტიკოსი ნურიელ რუბინი ამტკიცებს, რომ თუ ცენტრალური ბანკები ოდესმე გადაწყვეტენ საკუთარი ციფრული ვალუტების გამოშვებას ეს Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემით არ მოხდება.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალური ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა განსხვავდება კრიპტოვალუტისგან. ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას ოფიციალური იურიდიული სტატუსი ექნება.

ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ანალიტიკოსი აცხადებდა, რომ ის გაეცნო ცენტრალური ბანკების მიერ ჩატარებულ კვლევებს და აქედან გამომდინარე აცხადებდა, რომ ამ ტიპის ვალუტა Blockchain ტექნოლოგიაზე არ იქნება დაფუძნებული.

“როგორც კი სიახლე გავრცელდა ცენტრალური ბანკების მიერ შესაძლო ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ კრიპტოვალუტის გულშემატკივრებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს. თუმცა თუ ყურადღებით გავეცნობით კვლევებს აღმოჩნდება, რომ, რაც ამ ადამიანებს სურთ ბანკები ამის გაკეთებას სულაც არ აპირებენ. ამ ტიპის ციფრული ვალუტა არ იქნება კრიპტოვალუტის მსგავსი. ის არ იქნება Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული”,- განაცხადა ნურიელ რუბინიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი