ნიუ-იორკში მაინინგის ცენტრების დახურვასთან დაკავშირებული კანონპროექტი მეტ მხარდაჭერას იძენს

0
939

გარემოსდაცვითი ღონისძიების ფარგლებში ნიუ-იორკი ახალ კანონს იღებს, რომელიც წიაღისეულ საწვავზე მომუშავე კრიპტო მაინინგ ცენტრებს სამი წლით საქმიანობას აუკრძალავს.

ყოფილ წიაღისეული საწვავის ელექტროსადგურებში მაინინგის სამწლიანი შეჩერების გარდა, კანონპროექტი ნიუ-იორკის გარემოს დაცვის დეპარტამენტს (NYSDEC) სთხოვს შეაფასოს შტატის კრიპტო მაინინგ ინდუსტრია. შეფასება განსაზღვრავს გავლენას წყლისა და ჰაერის ხარისხზე. შეფასება ასევე შეეხება სათბური გაზების ემისიას.

ნიუ-იორკის შტატის წარმომადგენელმა, ანა კელესმა განაცხადა, რომ NYSDEC-ის შეფასებით მიღებული ინფორმაცია, კრიპტო მაინინგ ინდუსტრიის ბედს გადაწყვეტს. იმ შემთხვევაში თუ კომისია ინდუსტრიის სრულ შეჩერებას მოითხოვს, რათა მათ გარემოსდაცვით ღონისძიებებზე გავლენა არ მოახდინოს, ისინი მთელ ინდუსტრიას შეაჩერებენ.

კანონპროექტი მოითხოვს ასამბლეის წევრთა უმრავლესობის სპონსორობას, რათა გუბერნატორს კანონი დასამტკიცებლად გადაეგზავნოს.

ამჟამად ასამბლეის 150 წევრიდან მხოლოდ 45 აფინანსებს კანონპროექტს. ამიტომ კანონპროექტს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ძალაში შევა.

გუბერნატორობის კანდიდატმა, ჯუმაან უილიამსმა, აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით თავისი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ღონისძიებები ნიუ-იორკის შტატის პრეროგატივაა და, თუ კრიპტოვალუტის მაინინგ სექტორი ამას ხელს უშლის, მაშინ ის დაიხურება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი