VanEck’s Active EM Debt-ი: ბიტკოინი 4,8 მილიონ დოლარს მიაღწევს, თუკი გლობალური სარეზერვო აქტივი გახდება

0
795

VanEck’s Active EM Debt-ის ხელმძღვანელის, ერიკ ფაინის და მთავარი ეკონომისტის, ნატალია გურუშინას მიერ გამოქვეყნებულ სტატიში, ოქროსა და ბიტკოინის ფასების გავლენაა შედარებული.

ასევე განხილულია თუ რამდენად მოახერხებენ ისინი გლობალური სავალუტო რეჟიმის დახმარებას.

კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბიტკოინს ორჯერ მეტი პოტენციალი და ღირებულება აქვს ოქროსთან შედარებით. თუ მას გლობალური გადახდების სისტემაში მიიღებენ ეს საგრძნობლად გაზრდის და დაასტაბილურებს ფასს.

თუმცა აქ მთავარია სიტყვა „თუ“ არის, რადგან ამჟამად ორივე მათგანის ყველაზე დიდი კონკურენტი ჩინური იუანია.

VanEck-ის ანალიზმა დაადგინა, რომ ბიტკოინის ფასი 1,3 მილიონიდან 4,8 მილიონ დოლარამდე მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ ფასი გამოთვლილია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრანზაქციებში მყოფი აქტიური ოპრაციების რაოდენობით.

შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებემა რუსეთი უკვე აიძულა, რომ განიხილოს სხვადასხვა ვალუტის გამოყენება, მათ შორის ბიტკოინის, როგორც ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოსული პროდუქტების ანგარიშსწორების საშუალება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი