კურსის კლების შემთხვევაში ლაიტკოინის ფასი შესაძლოა, 23 დოლარამდე შემცირდეს

0
3470

გუშინ თითქმის ყველა ალტკოინის ფასი საგრძობლად შემცირდა.

მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასმა 1.87%-ით დაიკლო. გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 119 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 116 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ეთერიუმზე ვაჭრობა 117 დოლარზე დაიუხრა.

ანალიტიკოსები ეთერიუმის ფასის კლებას 107 დოლარზე ელოდებიან. თუკი კრიპტოვალუტა 100 დოლარის ნიშნულს ჩასცდება მოსალოდნელი დონე 83 დოლარია.

ეთერიუმის ფასი მაშინ გამყარდება, როდესაც კურსი 134 დოლარს მიაღწევს. ზრდის ტენდენციის მაჩვენებელი კი იქნება მაშინ, როდესაც ალტკოინის ფასის ნიშნული 167 დოლარს მიუახლოვდება.

ამ ეტაპზე ექსპერტები ინვესტორებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

რაც შეეხება ლაიტკოინს: ალტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 0.13%-ით დაიკლო. გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 31 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის მანძილზე დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ალტკოინის კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული 30 დოლარზე აღმოჩნდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 31 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი კიდევ უფრო დაიკლებს მოსალოდნელი დონე 27 დოლარია. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი კიდევ უფრო შემცირდება მაშინ შესაძლოა, ლაიტკოინმა 23 დოლარის ფასის ნიშნული დაიკავოს.

ფასის ზრდის შემთხვევაში კი ლაიტკოინის სამიზნე კურსი ჯერ 36, ხოლო შემდეგ 40 დოლარია.

ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ, რომ, როგორც კი ლაიტკოინის ფასი 27 დოლარზე აღმოჩნდება მაშინვე შეწყიტონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი