2021 წელს სამხრეთ კორეის კრიპტო ბაზარი 45,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

0
898

სამხრეთ კორეის ფინანსური მარეგულირებლის, ფინანასური მომსახურების კომისიის ახალი კვლევის მიხედვით, ქვეყნის კრიპტოვალუტის ბაზარი 55 ტრილიონ ვონამდე (45,9 მილიარდი დოლარი) გაიზარდა.

2021 წლის განმავლობაში მედია ხშირად წერდა, თუ რამდენად მკაცრი იყო სამხრეთ კორეის კრიპტო სექტორის მარეგულირებელი კომისიის წესები.

მარეგულირებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების კომპონენტი KYC („იცნობდე შენს მომხმარებელს“) და გადარიცხვის მეთოდები.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ციფრული ვალუტის სექტორმა გაძლიერება და ახალ საფეხურზე გადასვლა მოახერხა.

FSC-მ 24 ლიცენზირებული კრიპტო ბირჟის ტრანზაქციის მონაცემები გააანალიზა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის კრიპტო ბირჟებზე ყოველდღიურმა ტრანზაქციებმა 11,3 ტრილიონ ვონს (9,4 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია.

ამ 24 ბიზნესის ერთობლივმა საოპერაციო მოგებამ კი 3,37 ტრილიონ ვონი (2,8 მილიარდი დოლარი) შეადგინა. თუმცა იყოს წაგების შემთხვევებიც და გასული წლის განმავლობაში 9 ციფრული ვალუტის ბირჟამ ამის შესახებ განაცხადა.

2021 წელს მარეგულირებელის მიერ შემოღებული წესების გამო, გადარიცხვების მთლიანი მოცულობის 95%-ს ეროვნული ვალუტა, ვონი შეადგენდა.

ქვეყანა კი ძირითადად Upbit-ის, Bithumb-ის, Coinone-ისა და Korbit-ის კრიპტოვალუტის ბირჟებით სარგებლობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი