მალაიზიის ფასიანი ქაღალდების კომისიამ გადამუშავებული სახელმძღვანელო მითითებები ციფრული აქტივების რეგულაციის შესახებ გამოსცა.
წესები 28 ოქტომრიდან ამოქმედდა.
მარეგულირებლის განცადების თანახმად, წესები მიზნად ისახავს ციფრული აქტივების სივრცეში საპასუხისმგებლო ინოვაციების დანერგვას, ამავე დროს განვითარებადი რისკების მართვას და ემიტენტებისა და ინვესტორების ინტერესების დაცვას.
ამ შესწორებული სახელმძღვანელო პრინციპების გამოცემა ემიტენტის მიმართ სათანადო ყურადღების დათმობას მოითხოვს. ეს მოიცავს პასუხისმგებლობასა და ემიტენტის შეფასების შესაძლებლობას.
ამასთანავე, ციფრული ვალუტის ბირჟებს მოეთხოვებათ, რომ ფულის გათეთრების თავიდან აცილებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ყველა წესი ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან.
მალაიზიის მარეგულირებელი სისტემის შემუშავებასთან ერთად ინოვაციის ხელშეწყობასაც ცდილობს, მაგრამ კრიპტოვალტას, როგორც ფულს ისე არ განიხილავს.
”ციფრული ვალუტა არ არის აღიარებული, როგორც იურიდიული საშუალება და არც გადახდის ინსტრუმენტის ფორმა, რომელსაც მალაიზიის ცენტრალური ბანკი არეგულირებს”,-აღნიშნული იყო ქვეყნის მარეგულირებლის განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ, ოქტომბრის დასაწყისში მალაიზიის ფასიანი ქაღალდების კომისიის შარიათის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, დოქტორ მოდ დაუდ ბაქარმის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც, დაინტერესების შემთხვევაში ისინი ვერ და არ შეაჩერებენ ადამიანებს, რადგან კრიპტოვალუტაც ისეთივე გავცლითი საშუალებაა, როგორც სხვა საქოლნელი და ეს ისეთივე სანდოა, როგორც საბანკო ელეტქრონული საფულე.