იაპონიაში დაფუძნებულმა რამდენიმე კრიპტობირჟამ მუშაობის ლიცენზია უკვე მიიღო

0
1600

იაპონიაში ახალი მარეგულირებელი სისტემა ამოქმედდა. მარეგულირებლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ციფრული ვალუტის ბირჟების რეგისტრაცია და მუშაობის ლიცენზიაა.

კრიპტოვალუტის კომპანია, Rakuten Wallet-ი, ამჟამად ფლობს ქალაქ კანტოს საფინანსო ბიუროს მიერ გაცემულ რეგისტრაციის დოკუმენტს.

ლიცენზიის მიღება კი შემდეგ საფუძველზე მოხდა: “ლიცენზია ეძლევა პირველი კლასის ფინანსური ინსტრუმენტების ბიზნეს ოპერატორს, რომელიც სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციას აწამოებს”.

მაისის დასაწყისში რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც ცნობილია როგორც ფინანსური ინსტრუმენტებისა და ციფრული ვალუტის ბირჟის შესწორებული კანონი.

რეგულაციები ბირჟას ავალდებულებს, რომ ვაჭრობა ლიცენზიის მიღების შემდეგ აწარმოოს. ამასთანავე, ბირჟას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომის მიღება ევალება.

უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის უფლება რამდენიმე ბირჟამ უკვე მიიღო, ესენია: GMO Coin-ი და DMM Bitcoin-ი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ–ერთმა უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, BitMex-მა მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ბირჟის დახურვის მიზეზი იაპონიის მარეგულირებლის ახალი მოთხოვნებია, რომელიც BitMex-მა ვერ დააკმაყოფილა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი