მალაიზიაში მაინინგის მოტივით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტი დაფიქსირდა

0
1374

მალაიზიის ელექტრომომარაგების კომპნიამ, Tenaga Nasional Bhd-მა მაინინგის გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ეს კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ელექტროენერგიის განსაკუთრებულად დიდი მოხმარება დაფიქსირდა.

Tenaga Nasional Bhd-ი არის ყველაზე მსხვილი ელექტროენერგიის კომპანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. როგორც ცნობილია, კომპანიის აქტივების ღირებულება 23.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ ფაქტს პოლიცია განიხილავს, როგორც ელექტროენერგიის მოპარვას. გამომდინარე იქიდან, რომ მაინერები მოხმარებული ენერგიის საფასურს არ იხდიან.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მალაიზიაში მაინინგის მოტივით ელექტროენერგიის მოპარვის 437 ფაქტი არის დაფიქსირებული.

მალაიზიის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის ქურდობაში ბრალდებულ პირებს ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ჯარის ოდენობა კი 24.000 აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ირანმა მაინინგს ინდუსტრიული საქმიანობის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყებოდა, ეს გადაწყვეტილება კაბინეტმა პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის თავმჯდომარეობით მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი