აშშ-მ კრიპტოვალუტას შესაძლოა, მოგების გადასახადი დაუწესოს

0
1154

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ კრიპტოვალუტისგან მიღებულ მოგებას გადასახადს დაუწესებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანო მოქალქეებში გამოკითხვის ჩატარებას აპირებს.

19 აგვისტოს IRS–მ 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის ფორმების პროექტები გამოაქვეყნა. პროექტი კითხვარსაც გულისხმობს.

პირველივე გვერდის დასაწყისში წერია: “ნებისმიერ დროს, 2020 წლის განმავლობაში, მიიღეთ, გაყიდეთ, გაგზავნეთ, ივაჭრეთ, ან სხვაგვარად შეიძინეთ, გქონდათ რაიმე ფინანსური ინტერესი ციფრული ვალუტის მიმართ?”

სამხრეთ კორეამ კრიპტოვაჭრობიდან მიღებულ მოგებას გასულ თვეს 20%-იანი გადასახადი დაუწესა.

ერთი თვის წინ გამართული საგადასახადო განვითარების კომიტეტის სხდომის შემდეგ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შესწორებული საგადასახადო კოდექსი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ახალი წესები.

სექციაში “ვირტუალური აქტივების გარიგების შემოსავლის გადასახადის დაბეგვრა”, სამინისტრომ შემოიღო ახალი წესები, სადაც აღნიშნულია, რომ ამჟამად, როგორც პირადი (რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი), ისე უცხოური კორპორაციების ვირტუალური აქტივები არ იბეგრება.

ოფიციალური განცხადების თანახმად, გადასახადის შემოღება აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გამოცდილება უკვე არაერთ ქვეყანას აქვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი