სამხრეთ კორეის მარეგულირებელს კრიპტოვალუტის დაბეგვრის სისტემა ივნისისთვის შემუშავებული ექნება

0
2791

სამხრეთ კორეის სტრატეგიისა და ფინანსების სამინისტრომ განაცხადა, რომ ივნისის ბოლოსთვის კრიპტოვალუტის დაბეგვრის სისტემა უკვე შემუშავებული იქნება.

სტრატეგიისა და ფინანსების სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული დრო, თუმცა სამინისტრო წლის პირველ ნახევარში ციფრული ვალუტის დაბეგვრაზე იფიქრებს.

როგორც ცნობილი გახდა, კრიპტოვალუტის დაბეგვრა მომავალი წლიდან ამოქმედდება.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის დაბეგვრასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბარს ბუენოს-აირესში გამართულ G20 სამიტის შემდეგ მოუხშირა.

გასული წლის დეკემბერში სამხრეთ კორეის ვიცე-პრემიერმა და სტრატეგიისა და ფინანსების მინისტრმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება ადგილობრივი ბიტკოინის ბაზრის დაბეგვრის მეთოდებს ეძებს.

უფრო მეტიც, იანვარში სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟები არსებული საგადასახადო პოლიტიკის შესაბამისად დაიბეგრება, რაც გულისხმობს: 22% კორპორატიული გადასახადს და 2.2% ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადს.

სამხრეთ კორეის საგადასახადო სამინისტრომ საერთაშორისო დონეზე კრიპტოვალუტის დაბეგვრის მაგალითები მიმოიხილა. განხილული იყო აშშ-ს, იაპონიის, გერმანისა და დიდი ბრიტანეთის კრიპტოვალუტის საგადასახადო სისტემა.

კვლევისას დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევაში, დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადის სახით ხდება.

ამასთანავე, ადგილობრივი მედია საშუალების, Fuji News Network-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის მთავრობა 13 ივნისს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კრიპტოვალუტის სრულად რეგულირებას გეგმავს.

გამოცემა ასევე დასძენს, რომ სეულში, 14 ივნისს G20-ის წევრებისთვის კრიპტოვალუტის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, ხოლო 15 ივნისს G20 საერთაშორისო ფინანსური სისტემის მეორე სამუშაო სხდომა გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი