მალაიზია მომავალ წელს ციფრულ ვალუტასა და ICO-ს რეგულაციას დაუწესებს

0
1755

მალაიზია 2019 წელს კრიპტოვალუტისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) მარეგულირებელ წესებს შეიმუშავებს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება The Star იტყობინება.

გამოცემასთან ფინანსთა მინისტრმა ლიმ გუენ ენგმა განაცხადა, რომ ქვეყნის მარეგულირებელმა, ფასიანი ქაღალდების კომისიამ, ახალი მარეგულირებელი წესების ვადების განხილვა დაიწყო.

“ეს ნაბიჯი არის მარეგულირებლის ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს ალტერნატიული ფონდების მოძიებასა და ახალი საინვესტიციო აქტივების განვითარებას,”-აღნიშნულია სტატიაში.

მალაიზიამ ციფრული ვალუტის მარეგულირებელი სტრუქტურის შემუშავება ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს დაიწყო.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მალაიზიის საკანონმდებლო ორგანოში კრიპტოვალუტის შესახებ მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ცენტრალური ბანკი განსხვავებით კრიპტოვალუტისგან Blockchain ტექნოლოგიის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

2018 წლის აზიის ბანკის ციფრული ფინანსების ყრილობაზე, რომელიც კუალა-ლუმპურში გაიმართა მალაიზიის Bank Negara-ს მმართველის მოადგილემ ჯესიკა ჩუ ჩენგ ლიანმა განაცხადა, რომ ცხრა ბანკმა ერთობლივი სამუშაოების შედეგად საფინანსო-სავაჭრო Blockchain პლატფორმა შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი