ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრიპტოვალუტის რეგულირების მომხრეა

0
1337

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ქრისტინ ლაგარდმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გლობალურმა მარეგულირებლებმა წესები უნდა გაამკაცრონ, რათა ბიტკოინის უფრო კოორდინირებული მეთვალყურეობა უზრუნველყონ.

ბიტკოინს დეცენტრალიზირებული ხასიათი აქვს და ამასთანავე, რთულად “ურთიერთობს” საერთაშორისო მარეგულირებელ სისტემებთან. ეს კი მთავრობებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.

მედიასთან საუბრის დროს, ქრისტინ ლაგარდმა არ მიუთითა ფულის გათეთრების რაიმე კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელშიც ბიტკოინი ფიგურირებდა, მაგრამ მიუთითებდა ინფორმაციაზე, რომელიც სხვადასხვა ფინანსური დანაშაულებრივი გამოძიების შესახებ ჰქონდა.

”უნდა არსებობდეს რეგულაცია. ეს უნდა იქნას შეთანხმებული გლობალურ დონეზე”,- განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტინ ლაგარდი ყოველთვის უჭერდა მხარს კრიპტოვალუტის საერთაშორისო მარეგულირებელი სისტემის მიღებას.

2020 წლის სექტემბერში გამართულ საფრანგეთ-გერმანიის საპარლამენტო ასამბლეის ონლაინ შეხვედრაზე ლეგარდმა განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის სარგებელს იკვლევდა. კვლევა მოიცავდა რისკებისა და ოპერაციული გამოწვევების შესწავლას.

აღსანიშნავია რომ, ქრისტინ ლეგარდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ციფრული ევროს შემოღებას მხარი დაუჭირა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი