ტომ ლი: გარკვეული დროის შემდეგ კრიპტოვალუტების ფასები მოიმატებს

0
1443

ტექ-ანალიტიკოსი ტომ ლი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის ფასების შემცირება არის საუკეთესო პერიოდი ინვესტიციების განსახორციელებლად. Fundstrat-ის თანადამფუძნებელმა მიზეზები დაასახელა, თუ რატომ უნდა დაიწყონ ინვესტორებმა ვაჭრობა ზუსტად ახლა.

ეს მიზეზები ძირითადად დაკავშირებულია აშშ-ს მარეგულირებლის, ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, რომელიც ICO-ს ეხება და ის მდგომარეობა, რაც გლობალურ ბაზრებზე ამჟამად არის.

ციფრული ვალუტების მიმდინარე კურსის შესახებ საუბრისას ლიმ განმარტა:

“ჩვენ გვაქვს კორექტირებული, შემცირებული ფასები, მაგრამ თუ დროს მისცემთ ფასები ისევ მოიმატებს. ეს არ მოხდება არც სამი თვის და არც ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ეს შესაძლოა, მოხდეს ორიდან სამ წლამდე პერიოდში. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დრო, როდესაც კრიპტოვალუტაში მაქსიმალურად ინვესტიციების განხორციელება უნდა მოხდეს”.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ტომ ლიმ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ბიტკოინის კურსი 15.000 დოლარს მიაღწევდა. გარდა ამისა, ლი პოზიტიურ ხედვას მომავალი წლისთვისაც ინარჩუნებდა და აცხადებდა, რომ 2019 წელს კრიპტოვალუტის კურსი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი