ტაივანის პარლამენტი კრიპტოსივრცის რეგულაციაზე მსჯელობს

0
1978

ტაივანის პარლამენტში Blockchain-ის ჯგუფი შეიქმნა, რომელის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ინდუსტრიის განვითარებას.

ტაივანის საპარლამენტო Blockchain კოალიციას ჯეისონ ჰსუ ხელმძღვანელობს, რომელიც იმედოვნებს, რომ კოლეგებთან ერთად კონსესუსი მიიღწევა და Blockchain-ის სექტორისა და კრიპტოვალუტისთვის სწორი მარეგულირებელი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.

ჯგუფის შექმნის ცერემონიალი გაიმართა ტაიპეიში. უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტი ჯგუფის გარდა, შეიქმნა კრიპტო Blockchain-ის თვითრეგულირების ორგანიზაცია, რომლის წევრებს მოეთხოვებათ გამჭვირვალობა, მონაცემთა უსაფრთხოება და ინვესტორთა დაცვისთვის ზომების მიღება.

საპარლამენტო კოალიციის ხელმძღვანელის განცხადებით, საპარლამენტო ალიანსი იმუშავებს ტაივანის მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ინოვაციების მარეგულირებელი ორგანოსი, ხელისფულებისა და მზარდი კრიპტოვალუტის სივრცის ურთიერთობის რეგულირებას ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის პირობით.

იმავდროულად, თვითრეგულირების ორგანო მიზნად ისახავს შეამციროს სამთავრობო ჩარევა კრიპტოსივრცეში, რადგან ორგანო მიიჩნევს, რომ შიდა ინდუსტრიის მარეგულირებელი ზომები საკმარისია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტაივანის ცენტრალურმა ბანკმა რეკომენდაცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ბიტკოინით ვაჭრობა იუსტიციის სამინისტროს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტის მიერ უნდა იყოს დარეგულირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი