28 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1519

ოთხშაბათს, 28 ნოემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი მცირეოდენით, მაგრამ მაინც გაიზარდა.

ბიტკოინის კურსი ბილო 24 საათის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტის ფასმა 9.3%-ით მოიმატა და 4.000 დოლარის ზღვარი დასძლია. დღის ბოლოს ბიტკოინის ფასი 4.250 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუმცა თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასის დანაკარგი 37%-ს შეადგენს, ხოლო კვირის მანძილზე 16%-ით არის ციფრული ვალუტის კურსი შემცირებული.

რაც შეეხება რიპლის: ბიტკოინის მსგავსად მოიმატა რიპლის კურსმაც. ალტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის მანძილზე 8.3%-ით არის გაზრდილი. ეს კი ნიშნავს, რომ რიპლი დაუბრუნდა 0.37 დოლარის ნიშნულს.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში რიპლის კურსის დანაკარგი 21%-ს შეადგენს. კვირის მანძილზე კი ალტკოინის ფასი მთელი 18%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 28 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 131 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი