აშშ-ში დაფუძნებული მაინინგის კომპანიის მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა

0
1126

Riot Blockchain-მა მოგება გააორმაგა.

აშშ-ში დაფუძნებულმა მაინინგის კომპანია Riot Blockchain-მა განაცხადა, რომ კომპანიის ბიტკოინის წლიური წარმოება 2020 წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა.

განცხადების თანახმად, Riot–მა 2021 წლის განმავლობაში დღემდე 2,457 ბიტკოინი მოიპოვა, რაც დაახლოებით 135 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 246%-იანი ზრდა აქვს. სექტემბრის თვეში ბიტკოინის წარმოება გაიზარდა. გასულ თვეში Riot Blockchain-მა 406 ბიტკოინი გამოიმუშავა. კომპანიამ წინა წლის იმავე პერიოდში კი მხოლოდ 91 ბიტკოინის გამომუშავება მოახერხა.

2021 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, Riot–ს უკვე ჰქონდა 3,534 ბიტკოინი, რაც 194,4 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია. კომპანია ირწმუნება, რომ მას აქვს სრულიად ახლებურად განლაგებული სისტემა, რომელიც 25,646 მაინერისგან შედგებოდა.

Riot-ი ელოდება, რომ ნოემბრის დასაწყისისთვის განათავსებს დამატებით 2,000 Bitmain Antminer S19J-ს და პროგნოზირებს მოგების მნიშვნელოვან ზრდას.

მანამდე კი, ოქტომბრის ბოლოს Bitmain–ის მალაიზიის ოფისიდან დამატებით 4000 Antminer S19J–ის შეძენა იგეგმება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი