Chainalysis-მა საგამომძიებო კომპანია შეიძინა

0
899

Chainalysis-მა კიბერდანაშაულთან ბრძოლის საგამომძიებო კომპანია შეიძინა. კომპანიის სახელწოდება Excygent ransomware-ია.

Blockchain ანალიტიკურმა კომპანიამ Chainalysis–მა შეიძინა კიბერდანაშაულის საგამომძიებო კომპანია, მაგრამ ამ დრომდე არ არის ცნობილი რა თანხა იქნა გადახდილი.

Chainalysis-ის აცხადებს, რომ Excygent ransomware-თან ერთად გააგრძელებს მომავალში მუშაობას.

განცხადებაში Chainalysis–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ გრონაგერმა აღნიშნა, რომ კომპანია Excygent-თან კრიპტოვალუტის გამოყენებით ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულის გამოძიების დროს თანამშრომლობდა.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Excygent-ის თანამშრომლები Investigations and Special Programs-ის გუნდს შეუერთდებიან, რათა კიბერდანაშაულებში გამოყენებული კრიპტოვალუტის ფაქტები გამოიძიონ.

”ჩვენ ერთად ვამხელთ ჰაკერებს, როდესაც ისინი კრიპტოვალუტას დანაშაულებრივი ანგრიშსწორებისათვის აირჩევენ”,- აღნიშნულია აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გაზაფხულზე Chainalysis-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც კრიპტოვალუტით ტერორიზმის დაფინანსებას შეეხებოდა.

”ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, როდესაც ინფორმაცია ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ქვეყნდება. მთავრობებისთვის ტერორისტების მიერ კრიპტოვალუტის გამოყენების თავიდან აცილება ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რის გამოც არაერთ რეგულაციას იყენებენ”, – აღნიშნული იყო Chainalysis-ის ანგარიშში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი