23 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1717

ოთხშაბათს, 23 იანვარს ციფრული ვალუტების კურსი წინა დღესთან შედარებით გაზრდილი იყო.

ბიტკოინის ფასი 3.550 დოლარის ნიშნულს გადასცდა და 3.600 დოლარის ზღვარს მიუახლოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზარდა. დღის მანძილზე კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 3.603 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ეს მაჩვენებელი წინა ფასთან შედარებით დაბალია. გასულ კვირას, როდესაც ბიტკოინის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა ფასი 3.658 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

რაც შეეხება რიპლის: დღის განმავლობაში რიპლის ფასი მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა. რიპლის კურსი კი დაახლოებით 0.32 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მას შემდეგ, რაც ციფრული ვალუტების ბაზარმა შემცირება დაიწყო ალტკოინის ფასი 0.31-დან 0.34 დოლარს შორის მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 120.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი