ლატვია კრიპტოვალუტის შესახებ კანონის მიღებისთვის ემზადება

0
3073

ლატვია კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხს განიხილავს. განხილვა ძირითადად შეეხება კრიპტოვალუტის “შესაძლებლობებს”. ადგილობრივი მედიის ცნობით, ციფრული ვალუტების შესახებ ქვეყანა ახალი კანონის მიღებას აპირებს.

ამასთან დაკავშირებით, ლატვიის ფინანსთა სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომელიც ამ წლის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება. როგორც ცნობილია, კანონპროექტმა უნდა განსაზღვროს ფიზიკური პირებისთვის კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხი.

ლატვიის Bitcoin Foundation-ის წევრმა ალექსანდერ კიტჩენკომ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ ადგილობრივ მედია საშუალებებთან.

მისი თქმით, მარეგულირებელი მონიტორინგს გაუწევს მთლიანად კრიპტოვალუტის სივრცეს, თვალყურს მიადევნებს ბაზარზე შემსვლელ ახალ პლატფორმას, რომელიც თავის მხრივ, ვაჭრობისა და ტრანზაქციების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ექსპერტების რჩევით, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, როგორც ციფრული ქონება ისე დაიბეგრება.

შეგახსენებთ, რომ ლატვიის მეზობელ ლიეტუვაში ცოტა ხნის წინ ICO-სთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოიცა, რომელიც მიზნად ისახავს სისტემისთვის უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის რეგულაციის დაწესებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკებთან, ICO-ს ოპერატორებსა და სხვა ორგანიზაციებთან ორთვიანი კონსულტაციის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ვილიუს საპიკამ მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი