ეთერიუმზე ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა იზრდება

0
1097

ეთერიუმზე ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა კვლავ იზრდება.

CoinShares–ის ციფრული ვალუტების ფონდის ნაკადების ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, გასულ კვირას 74 მილიონი აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური შემოდინება მოხდა, რადგან ინვესტორები ცდილობდნენ კრიპტო ბაზარზე მომხდარი ბოლო ცვლილებები სათავისოდ გამოეყენებინათ.

რა საკვირველია ეს ოფიციალურად ეხება ციფრული ვალუტების ფასების 50%-იან ვარდნას. აღნიშნული შემოდინების 65% კი მოდის ეთერუმზე, რაც დაახლოებით 46.8 მილიონი აშშ დოლარია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შენელდა ბიტკოინის პროდუქტებიდან გადინება. მხოლოდ 4 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა ბაზრებზე, რაც გასული კვირის მაჩვენებელს, 110.9 მილიონს საგრძნობლად ჩამოუვარდება.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში 246 მილიონი დოლარი იქნა გადინებული ბიტკოინის ინვესტიციური პროდუქტებიდან.

შეგახსენებთ, რომ მაისში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის შტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, ასვატ დამოდარანმა განაცხადა, რომ ეთერიუმს უფრო მეტი შანსი აქვს სასაქონლო ვაჭრობის საგნად იწოდებოდეს, ვიდრე ბიტკოინს.

პროფესორი ამტკიცებს, რომ ეთერიუმის პოტენციალი ბიტკოინისას აჭარბებს. მისი აზრით, ეთერიუმი Blockchain ტექნოლოგიის კომერციისთვის უკეთესი ვარიანტია.

ასვატ დამოდარანი ბიტკოინს სპეკულაციურ აქტივს უწოდებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი