მაიკ ნოვოგრაცის აზრით, ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასების ზრდა აშშ-ს მთავრობის ეკონომიკური ზომების მიღების საფუძველია. ამის შედეგად კი კრიპტოვალუტის ბაზარი დასტაბილურდა.
ინვესტორი თავის ტვიტერის პოსტში ხაზს უსვამს კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს ციფრული ვალუტის გამოყენებას.
მისი აზრით, ეპიდემიის დროს კრიპტოვალუტის ბაზარი რამდენჯერმე შეიცვალა. თუმცა ბოლო მონაცემების მიხედვით, ბაზარი სტაბილურია და ციფრული ვალუტის ფასი ზრდას განაგრძობს.
ბოლო დროს მედიით კრიპტოვალუტის ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული სხვადასხვა პროგნოზი ვრცელდება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტების ფასების შემცირება მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო. მეორე ნაწილი კი ამ ფაქტს კრიპტო ინდუსტრიისთვის სერიოზულ დარტყმად აღიქვამს.
ციფრული ვალუტების ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა თავისი აზრი დააფიქსირა:
”ბიტკოინის კურსი მომდევნო თვეების განმავლობაში არამდგრადი იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ 2020 იქნება და უნდა იყოს კიდეც ბიტკოინის წელი”.
დაახლოებით ორი თვის წინ CNBC-სთან ინტერვიუს დროს მაიკ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ბიტკოინი საუკეთესო ბრენდია.