უკრაინას მაინინგის ბიზნესისთვის ახალი შეთავაზება აქვს

0
1240

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ელექტროსადგურების გამოყენება კრიპტოვალუტის მაინინგისთვის შესაძლოა, კარგი საშუალება იყოს.

კრიპტოვალუტის მაინინგის დროს ჭარბი ელქტროენერგიის გამოყენება ხდება. COVID-19-ისგან გამოწვეული კარანტინის დროს კი ენერგია დაიზოგა. სამინისტროს სწორედ ამ ენერგიის გამოყენება სურს მაინინგისთვის.

ენერგეტის სამინისტრო ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანით დაჩქარდება მთავრობის გეგმა, რომელიც ციფრულ სექტორს ეხება.

უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივა თავად პრეზიდენტს ეკუთვნის.

ამ ეტაპზე უკრაინაში მაინინგის საქმიანობას რეგულაციები არ ეხება.

მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრის დროს არაერთხელ აღნიშნეს, რომ მათ არ აქვთ განზრახული კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ლიცენზიების შემოღება.

ამასთანავე, BRDO არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის ეკონომიკურ განვითარებას და ეფექტური რეგულაციების დაწესებას.

BRDO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ სომოხოვსკიმ განაცხადა, რომ მაინერები ცდილობენ თავიდან აიცილონ საჯაროობა კრიპტოვალუტის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო.

BRDO-ის ინფორმაციით, მაინინგი უკრაინაში მნიშვნელოვან რისკებს წარმოადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი