ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმას ქმნის

0
1149

ჩინეთის იუნანის პროვინციამ პირველი Blockchain-ზე დაფუძნებული საჯარო რესურსების სატენდერო პლატფორმა შეიმუშავა.

ქალაქ კუნმაინგში საჯარო რესურსების სატენდერო პლატფორმის შემუშავება და შიდა ტესტირება უკვე დასრულდა.

საჯარო რესურსების პლატფორმა არის მეთოდი, რომელსაც მთავრობა დიდი რესურსების გამოყოფისთვის კერძო და საჯარო სექტორის კომპანიებზე იყენებს.

სატენდერო პლატფორმა იყენებს Tencent-ის Blockchain-ის სერვისულ სისტემას და აპირებს გადაჭრას ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საჯარო რესურსები.

როგორც ცნობილია, სისტემა პროცესში ჩართულ ცენტრალური ერთეულების სანდოობას ამოიცნობს და მონაცემთა გაზიარებასა და უსაფრთხოებას დააჩქარებს.

პლატფორმის საპილოტე ტესტირების დროს, თითქმის 60,000 Blockchain სერთიფიკატი დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ პლატფორმის შემუშავება წარმოადგენს ჩინეთის ინიციატივის ნაწილს, გააძლიეროს თავისი ტექნოლოგიური ინოვაცია ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიების ინვესტიციების კუთხით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი