MoneyGram-მა სტაბილკოინი გამოუშვა

0
705

ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების სერვისმა MoneyGram-მა ოფიციალურად გამოუშვა თავისი სტაბილკოინი, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გაგზავნონ აშშ დოლარის (USDC) გადახდები მთელს მსოფლიოში, რომელთა გატანა შესაძლებელია ნაღდი ფულის სახით მიმღების მიერ.

სერვისი ვრცელდება ფულადი გზავნილების რამდენიმე ძირითად ბაზარზე, მათ შორის კანადაში, შეერთებულ შტატებში, კენიასა და ფილიპინებში. გლობალური განაღდების ფუნქცია ხელმისაწვდომი ივნისის ბოლოს იქნება.

აღსანიშნავია, რომ USDC-ით გადარიცხვის სერვისს პირველი 12 თვის განმავლობაში ნულოვანი საკომისო ექნება.

გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, MoneyGram-ის ახალი გადარიცხვის სერვისი აშენდა Stellar (XLM) Blockchain-ზე და შესაბამისად Stellar საფულის მომხმარებლებსაც აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ ფინანსური გზავნილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამ სერვისის დანერგვის ძირითად მიზანს, ციფრულ ვალუტებსა და ნაღდი ფულის ვალუტას შორის არსებული უფსკრულის გადალახვას წარმოადგენს. ასევე ეს არის კრიპტო გადახდების სარგებლიანობის დემონსტრირება.

Stellar Development Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენელ დიქსონმა, განაცხადა, რომ ახალი სატრანსფერო არხი დაეხმარება მსოფლიოს უბანკო მოსახლეობას ციფრულ ეკონომიკაზე პირველად წვდომაში.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მსფოლიო ბანკის მონაცემებით, დაახლოებით 1,7 მილიარდი ზრდასრული ადამიანი ვერ სარგებლობს საბანკო სერვისით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი