ოთხი კრიპტო ვეტერანი პირობას დებს, რომ ყოველწლიურად მათი ქონების 1%-ს ქველმოქმედებას გადასცემს.
კრიპტოვალუტის და Blockchain ტექნოლოგიის სექტორის ოთხი ვეტერანი დამფუძნებელთა წრეს შეუერთდა. ეს არის ერთგვარი ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს The Giving Block–ის კრიპტოვალუტაზე ფოკუსირებულ საქველმოქმედო აქციას.
Crypto Giving Pledge-ი ხელს უწყობს კრიპტოვალუტის ინვესტორებსა და ბიზნესებს, რომ მათ ყოველწლიურად თავიანთი აქტივების 1% საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ. ინიციატივა The Giving Block–ის მანდატის ნაწილია, რომელიც გაზრდის საქველმოქმედო საქმიანობასა და საშუალებას აძლევს მეტ არაკომერციულ ორგანიზაციას მიიღონ კრიპტოვალუტის შემოწირულობები.
Giving Block-მა დამფუძნებლების წრე შემოიკრიბა, რათა ხელი შეუწყოს ინიციატივას და ასევე მიიწვია მრავალი ინდუსტრიის ლიდერი.
გასული კვირის განმავლობაში, დამფუძნებელთა წრე მიესალმა კიდევ ოთხ წევრს, რომელთა შორის რაიან სელკისიც გახლდათ, რომელიც კომპანია Messari-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. დენ მატუშევსკი CMS Holdings–ის დამფუძნებელი და Circle Trade–ის ყოფილი ხელმძღვანელიც ჯგუფის წევრი გახდა.
ასევე ალიანსს შეურთდა ქიაო ვენგი DeFi Alliance–დან.