ციფრული უფლებების დამცველმა ჯგუფმა კონგრესის ახალ წევრებს წერილით მიმართა

0
723

ციფრული უფლებების დამცველმა ჯგუფმა „ბრძოლა მომავლისთვის“ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელიც მოუწოდებს აშშ-ს კონგრესის ახალ წევრებს დაიცვან კონფიდენციალურობა.

წერილმა ათობით კომპანიის და ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც ამ ღია წერილს თანხმობის ნიშნად ხელიც მოაწერეს.

„აშშ-ს პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელების წარმოუდგენელი შემოქმედებითი ძალა სულ უფრო და უფრო იკლებს მოუხერხებელი, არასწორი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ქმედებებით. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს კოდს, როგორც მეტყველებას, სწორედ ამიტომ შეიქმნა მრავალი ტექნოლოგია კონფიდენციალურობის დასაცავად შეერთებულ შტატებში”,- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, წერილში მოწოდებული იყო მუშაობა ძალაუფლების დისბალანსის იდენტიფიცირებასა და გამოსწორებაზე.

„ჩვენ გვჭირდება ონლაინ სივრცეები, რომლებსაც არ ეკუთვნის ან აკონტროლებს ერთი ადამიანი, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის მომხმარებლის კონფიდენციალურობას. ჩვენ გვჭირდება ინსტრუმენტები, რომლებიც ინდივიდებსა და საზოგადოებებს აძლევს ძალაუფლებას მათ ონლაინ გამოცდილებაზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი