Grayscale: ბიტკოინზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება

0
1229

კრიპტოვალუტის ფონდის, Grayscale Investments-ის ახალი ანგარიში ამტკიცებს, რომ ბიტკოინის ბაზრის ამჟამინდელი პერიოდი ისეთივეა, როგორიც ის 2016 წლის დასაწყისში იყო.

ეს იყო პერიოდი მანამ, სანამ ბიტკოინის კურსი თავის ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდებოდა.

Grayscale-ი პროგნოზირებს, რომ ბიტკოინზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ტრადიციული ვალუტის ინფლაცია დაჩქარდება. შესაბამისად, ეს ფაქტი კრიპტოვალუტის გამოყენების შემთხვევას გაზრდის.

ანგარიში ასახავს ქსელის რამდენიმე ინდიკატორს, რომელიც კრიპტოვალუტებისადმი ინტერესის ზრდას აჩვენებს.

ჯერ კიდევ ივნისის თვეში Grayscale Investments-ისა და Blockchain კაპიტალის კომპანიის ციფრული ვალუტის ჯგუფის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბარი სილბერტმა Bloomberg-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის “ზამთარი” დასრულებული იყო.

კომპანია Digital Currency Group-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ბიტკოინის მაშინდელ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ფასი კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

“პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობას არის ალბათ “ზამთრის” პერიოდიდან გამოსვლა და “გაზაფხულის” პერიოდში შესვლა”,- განაცხადა ბარი სილბერტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის კურსი 11.700 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი