Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-ი შეუერთდა სხვა ინტერნეტ გიგანტებს და აცხადებს, რომ 2018 წლის ივლისისთვის ქსელი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რეკლამებს აკრძალავას.
განცხადების თანახმად, კომპანიის გადაწყვეტილების კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვის შესახებ ძირითადი მიზეზი არის კრიპტოვალუტის ამჟამინდელი სტატუსი, რაც სავარაუდოდ Bing-ის მომხმარებლებისთვის რისკს წარმოადგენს:
“იმის გამო, რომ კრიპტოვალუტა და მასთან დაკავშირებული პროდუქცია არ არის რეგულირებული, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჩვენი მომხმარებლებისთვის რისკს წარმოადგენს, არსებობს მომხმარებლის მიმართ თაღლითობის საფრთხე”.
როგორც განცხადებაშია ნათქვამია, Bing-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ივნისიდან ივლისის თვეში კრიპტოვალუტის რეკლამის სრულ აკრძალვას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ Bing-ის მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვა ჯერჯერობით ბოლო ნაბიჯია საძიებო სისტემასა და სოციალური მედიის სფეროში. პირველი Facebook-ი იყო, რომელმაც იანვრის ბოლოს კრიპტოვალუტის რეკლამა აკრძალა.
Google-მა კი მარტის შუა რიცხვებში განაცხადა კრიპტოვალუტის აკრძალვის შესახებ. Google-ის პოზიცია მალე Twitter-მაც გაიზიარა.
მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ, არაერთი მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებაზე ფიქრობს.