Nexon-ი Bithumb–ის შეძენას არ აპირებს

0
1079

სამხრეთ კორეული გასართობი ინდუსტრიის კონგლომერატი, Nexon-ი Bithumb–ის შეძენას უარყოფს.

მედიასთან საუბრის დროს Nexon-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას ინვესტიცია Bithumb-ში არ განუხორციელებია და არც აპირებს ამ კომპანიის შეძენას.

წარმომადგენელმა განმარტა, რომ წინა კვირას არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბირჟის სავარაუდო გაყიდვა დღის წესრიგში დადგა 2020 წლის აგვისტოს ბოლოდან.

მიუხედავად ამისა, პროცესი მაინც მიმდინარეობს, თუმცა რთულდება მის მსვლელობა პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების გამო, სადაც Bithumb Korea-სა და Bithumb Holdings-ის საბჭოს თავმჯდომარე, ლიჰუნგ ჰუნი ეჭვმიანილი იყო არაკანონიერ ქმედებებში.

Bithumb-ის პარალელურმა გამოძიებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მიმდინარე გაყიდვის პროცესი, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ ბირჟა ჯერ კიდევ სარგებლობს გარკვეული პოპულარობით.

შეგახსენებთ რომ, Bithumb-მა COVID-19 პანდემიის გამო თავისი ოფისების დახურვა დაიწყო.

ოფიციალური განცხადების თანახმად, Bithumb-მა დროებით შეაჩერა განგნამის ოფისის მუშაობა, რათა COVID-19-ის გავრცელება თავიდან აერიდებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი