ინდოეთის ბანკი კვლავ რეგულაციის შემოღებას ითხოვს

0
1720

ინდოეთის ცენტრალური ბანკი უზენაეს სასამართლოსგან ითხოვს, რომ დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, რომელიც კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხს ეხება.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალებები იტყობინებიან.

მიმდინარე წლის აპრილში, ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ შეაჩერებს მომსახურების გაწევას ბიზნეს კომპანიებსა და კრიპტოვალუტის მფლობელ პირებზე. მიზეზად მომსახურების მაღალი რისკი დასახელდა.

ცენტრალური ბანკის ადვოკატმა შეამ დაივანმა განაცხადა, რომ აუცილებელია ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის რეგულირება, რადგან ამ “კონკრეტულმა საშუალებებმა” უკანონო ოპერაციების წახალისებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს.

შეამ დაივანმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის საკითხი გლობალური ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილად არის ქცელი. მისი აზრით, ეს ადასტურებს იმას, რომ კრიპტოვალუტას ტრადიციული ფულის გავლენა აქვს.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ საბოლოო მოსმენა კრიპტოვალუტის შესახებ 11 სექტემბრამდე გადაიდო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი