27 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1366

ორშაბათს, 27 აგვისტოს კრიპტოვალუტების ბაზარი გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსმა 6.700 დოლარის დონემდე აიწია.

გუშინ, ბიტკოინის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 6.884 დოლარი იყო, ხოლო ბიტკოინის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 6.689 დოლარს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 0,5%-ით შემცირდა, რაც შეეხება ზრდის მაჩვენებელს, კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ზრდა დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 285 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი კი 273 დოლარზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეთერიუმის კურსი 1.5%-ით არის გაზრდილი, თუმცა კვლავ რჩება თვის განმავლობაში 41%-იანი დანაკარგი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 27 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 215 მილიარდ დოლარს შედგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი