ტიმ დრეიპერი: ადამიანებს ურჩევნიათ ჰქონდეთ ბიტკოინი, ვიდრე ტრადიციული ვალუტა

0
1613

კრიპტოინვესტორმა, ტიმ დრეიპერმა ონლაინ-სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა თანაბარ პირობებს ტოვებს და არჩევანის საშუალებას იძლევა. ამიტომ დეპუტატებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება იმის შესახებ, სურთ თუ არა ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება.

”ადამიანები უკვე აცნობიერებენ რომ მათ ურჩევნიათ ჰქონდეთ ბიტკოინი, ვიდრე ტრადიციული ვალუტა. ბიტკოინი ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკას. ეს არის გლობალური ვალუტა. ბიტკოინს არ აინტერესებს საზღვრები. ასევე კრიპტოვალუტა არ არის დაკავშირებული რომელიმე სახელმწიფოსთან”, – განაცხადა ტიმ დრეიპერმა.

ამასთანავე, მედიასთან გაკეთებულ არაერთ კომენტარში ინვესტორი აღნიშნავდა, რომ დროთა განმავლობაში აშშ-ში დოლარზე მოთხოვნა შემცირდებოდა და ადამიანები უპირატესობას მიანიჭებდნენ უფრო უსაფრთხო ციფრული ვალუტის, ბიტკოინის გამოყენებას.

“ამ სამ წელიწადში ბიტკოინის მასობრივი მიღება დაიწყება”,- აღნიშნავდა ტიმ დრეიპერმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს ინვესტორის მხრიდან საკმაოდ თამამ ნაბიჯად შეფასადა მის მიერ გაკეთებული პროგნოზი. ტიმ დრეიპერის პროგნოზის მიხედვით, 2022 წლის ბოლოს 2023 წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი