კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა BitMEX-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი კვლავ გაიზრდება. არტურ ჰეისის პროგნოზით, ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდება.
ჰეიესის თქმით, ბაზრის აღდგენა 2019 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება.
“2019 წელს ბაზარი გააქტიურდება. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარზე დაბრუნდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერი, ხოლო ფასის საბოლოო აღდგენა 20.000 დოლარზე მოხდება”,-განაცხადა BitMEX-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, არტურ ჰეისმა განაცხადა, რომ ICO-ს ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზრდებოდა კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით კი ეთერიუმის ღირებულება.
ზოგადად, ჰეისი იზიარებს მაიკ ნოვოგრაცის პოზიციას ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან დაკავშირებით. ჰეისის მოსაზრებით, როდესაც ინსტიტუციონალური ინვესტორები ბიტკოინით დაინტერესდებიან კრიპტოვალუტის ფასიც გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას აგვისტოს თვეში დაიწყებს. მისი განცხადებით სწორედ ამ დროს ბიტკოინის ფასი მკვეთრად შეიცვლება.