2019 წლის განმავლობაში 21 ივნისს ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარზე პირველად დაფიქსირდა

0
1981

პარასკევს, 21 ივნისს ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარზე დაფიქსირდა. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან 2019 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ბიტკოინის კურსის ასეთი ზრდა.

21 ივნისს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 9.525 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 10.144 დოლარზე დაფიქსირდა. ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი კვლავ 9.525 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კვლავ უმაღლეს ნიშნულზე, 10.144 დოლარზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 3.000-სა და 4.000 დოლარს შორის მოძრაობდა. შემდეგ, მაისის თვიდან ფასმა მომატება დაიწყო და ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი კვლავ 10.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასის მატებას პროგნოზირებდა ანალიტიკოსი ტომ ლი. ამჟამად, ექსპერტი აცხადებს, რომ მომხმარებელი ბიტკოინისგან ახალ რეკორდულ ფასებს უნდა ელოდეს.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 180 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი