Bithumb-ი სამართალდამცავების დაკვირვების ქვეშ არის

0
1097

სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტის ბირჟა პოლიციის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ადგილობრივი გამოცემის Seoul Shinmun-ის ინფორმაციის თანახმად, სეულის პოლიციის სააგენტოს სადაზვერვო დანაშაულის განყოფილებამ 2 სექტემბერს Bithumb-ის ოფისი გაჩხრიკა.

როგორც ცნობილია, უკანასკნელი შემოწმებები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია პოლიციის მიმდინარე გამოძიებასთან. გამოძიება კი, სავარაუდო ფინანსური თაღლითობის შესახებ არის დაწყებული.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთ ინვესტორს 25 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი თვის წინ სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანომ სემინარს უმასპინძლა, რომელზეც კრიპტოვალუტების გამოყენებით ფულის გათეთრებასა და მასთან დაკავშირებულ თემებზე იყო საუბარი.

როგორც ცნობილია, სემინარზე განხილული იყო ფულის გათეთრების პრევენციის სისტემის შექმნა, რომელიც კრიპტო ოპერაციებს მეთვალყურეობას გაუწევდა.

კანონი, რომელიც უკვე დამტკიცებულია ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, მიზნად ისახავს ციფრული აქტივების ბიზნესის ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესებას, რომელიც მოიცავს მომხმარებელთა იდენტიფიკაციას. ასევე მნიშვნელოვანია ბირჟებისთვის ფულის გათეთრების პრევენციის ვალდებულებების დაწესებაც.

შეგახსენებთ, რომ Bithumb-ი სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი