Tor-ი არის კომპანია, რომელიც დონაციას კრიპტოვალუტაში იღებს

0
1492

Tor-ი, კომპანია, რომელიც ციფრული კონფიდენციალურობის პროგრამული უზრუნველყოფაზე მუშაობს შემოწირულობებს სხვადასხვა კრიპტოვალუტაში იღებს.

საიტი ახლა 9 ძირითად ციფრულ ვალუტაში იღებს დონაციას. ამ კრიპტოვალუტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბიტკოინი, ეთერიუმი, დეში, ლაიტკოინი, მონერო, Stellar Lumen-ი, ბიტკოინ cash-ი, Augur-ი და Zcash-ი.

Tor-ის კრიპტოვალუტაში შემოწირულობების გვერდი აცხადებს, რომ ეს ქმედება ადამიანების უფლებების დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კომპანიის გვერდი ასევე იუწყება, რომ მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას, თუ მას ურჩევნია ზემოთჩამოთვლილი კრიპტოვალუტების გარდა, სხვა კრიპტოვალუტით შემოწირვა.

Tor-ის მხრიდან კრიპტოვალუტის საქველმოქმედო საქმიანობისთვის გამოყენება პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში Binance-მა საქველმოქმედო ფონდი დაარსა.

Blockchain საქველმოქმედო ფონდი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის Binance-ის სოციალური პროექტია, რომელიც შემოწირულობებს კრიპტოვალუტაში იღებს.

საქველმოქმედო პროექტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მსოფლიოს საინვესტიციო ფურუმზე გახდა ცნობილი.

ბირჟის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პირველ ჯერზე თანხები უგანდაში წყალდიდობითა და მეწყერით დაზარალებული მოსახლების დასახმარებლად გადაირიცხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი