ფილიპინების ბანკები ვიზის Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმას გამოიყენებენ

    ფილიპინებში ხუთი ბანკი ერთობლივად ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვიზის ახალ, Blockchain-ზე დაფუძნებულ გადახდის პლატფორმას გამოიყენებს.

    განცხადების თანახმად, ფილიპინების ბანკების კავშირი ხელს შეუწყობს იმ ბანკებს, რომლებსაც სურთ გადარიცხვების პროცესი უფრო ეფექტური გახადონ. ვიზის Blockchain-ი B2B სისტემაზე იქნება დაფუძნებული. ფილიპინების ბანკების კავშირი არის პირველი საფინანსო ინსტიტუცია, რომელიც B2B სისტემას გამოიყნებს.

    “ჩვენ გვინდა, რომ უფრო და უფრო მეტი იყოს იმ ბანკების რიცხი, რომლებიც მსგავს ტექნოლოგიას გამოიყენებენ”,- აღნიშნა ჰენრი როელ აგუდამ, ფილიპინების ბანკების კავშირის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

    ვიზამ, საკრედიტო ბარათის გიგანტმა, 2017 წლის ნოემბერში დაიწყო Blockchain-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიის შემუშავება. B2B სისტემა განკუთვნილია საზღვარგარეთ გადარიცხვების პროცედურების გამარტივებისათვის.

    შეგახსნებთ, რომ ვიზას გარდა, B2B სისტემაზე მუშაობს აშშ-ს კომერციული ბანკი, სამხრეთ კორეის შინხან ბანკი და სინგაპურის საზღვარგარეთის გაერთიანებული ბანკი.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *