26 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1184

ნოემბრის თვეში ციფრული ვალუტების ფასები ზრდის ტენდენციას აფიქსირებს. თუმცა 26 ნოემბერს კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 16.905 დოლარამდე დაეცა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც გუშინ ბიტკოინის ფასი 19,390 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 11.88%-ით არის შემცირებული. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ფასმა 5.45%-ით დაიკლო.

ხუთშაბათს ბიტკოინის საბაზრო წილი 62.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი თითქმის 15%-ით შემცირდა. 26 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში ეთერიუმის კურსი 511 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

გუშინ კი ეთერიუმზე ვაჭრობა 570 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 500.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი