ტოპ ინჟინრები, რომლებიც Facebook–ის ციფრული ვალუტისთვის მუშაობდნენ A16z–ის კრიპტო ფონდში გადავიდნენ.
A16z-მა, კრიპტო სექტორში მომუშავე წამყვანმა კომპანიამ ორი ინჟინერი სამუშაოდ თავისთან მიიწვია. ნასიმ ედეკიუაკი და რიაზ ფეიზულაბჰოი Facebook–ის ციფრული ვალუტის პროექტზე მუშაობდნენ.
CNBC–ის ინფორმაციის თანახმად, ნასიმ ედეკიუაკმა და რიაზ ფეიზულაბჰოიმ Facebook-დან A16z–ზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც ორი წელი სოციალური მედიის გიგანტის ციფრულ საფულეზე იმუშავეს. A16z-ში რაიზ ფეიზულაბჰოი მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი იქნება, ხოლო ნასიმ ედეკიუაკი მთავარი ინფორმაციული ოფიცრის პოსტს დაიკავებს.
”A16z-მა შთამბეჭდავი თავდადება აჩვენა კრიპტო ეკოსისტემის განსავითარებლად. ჩვენ მივიღეთ შანსი შევუერთდეთ მათ მთავარ გუნდს და გავუწიოთ ტექნიკური მხარდაჭერა”,- განაცხადა რიაზ ფეიზულაბჰოიმ.
ენტონი ალბანესმა, A16z–ის თანამშრომელმა, აღნიშნა რომ კომპანიის აღნიშნული თანამშრომლებით გადახალისება არის შესაძლებლობა კრიპტო ეკოსისტემაზე ფართო მასშტაბის ზემოქმედების განხორციელების.
ეს კი განპირობებული იქნება მათ პლატფორმზე აღნიშნული პირების ახალი სამუშაო პოზიციის დაკავებით.